ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კურსი საქართველოს უნივერსიტეტში
22 May 2018

საქართველოს უნივერსიტეტის „UG IT Academy” და "ბლოკჩეინ აკადემია" გთავაზობთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საწყის კურსს.
კურსი გათვლილია ნებისმიერი სპეციალობის მსმენელისთვის, კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს რევოლუციური ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები, კურსში მონაწილე შეიძენს თეორიულ და პრაქტიკულ საბაზისო ცოდნას ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.

კურსის განმავლობაში შეისწავლით:
ბლოკჩეინ 1.0 - ბლოკჩეინის და ბიტკოინის მოკლე კურსი (3 საათი):
** ბლოკჩეინი (რა არის ბლოკჩეინი, განმარტება) ** კრიპტოვალუტა (რა არის კრიპტოვალუტა, კრიპტოგრაფია) ** ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა (ბიტკოინის ქეისი) ** ბიტკოინი (მუშაობის პრინციპი, ლოგიკა, ალგორითმი, გარჩევა) ** მაინერი (მაინერის ტიპები და მუშაობის პრინციპი) ** კრიპტოვალუტის ემისია, (განაწილება, PoW, PoS, კონსესუსი) ** აისიო და ტოკენები ** საფულეები
კრიპტო ვალუტების უსაფრთხოება და ანონიმურობა. (1.5 საათი)
შესავალი თეორიულ პრაქტიკული კურსი. (1.5 საათი):
** რა არის მაინინგი მისი როლი ბლოკჩეინში. ** მიმოხილვა მაინერის ცნობილი ტიპების და მათი პლიუსები და მინუსები, მაინინგში გამოყენებადი პოპულარული ჩიპების განხილვა და მათი უპირატესობები ASIC-ის და GPU-ს მაგალითზე. ** როგორ გამოვთვალოთ მოპოვების მომგებიანობა? ** რა არის პული და მათი მუშაობის პრინციპები. ** რა არის ქლაუდ მაინინგი და მისი უპირატესობები და მინუსები.
პრაქტიკული საწყისი კურსი მაინინგში. (1.5 საათი):
** პრაქტიკულ კურსში შეისწავლება Bitmain-ის Asic-მაინერის საფუძველზე მაინერის ექსპლუატაციის პრინციპი. ** მაინერის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკური გარემო პირობები. პრაქტიკულად გამოვიყენებთ სალექციო კურსში მაინერს. ** გრაფიკული ბარათების (GPU) მაინერის ტექნიკური მოწყობილობების განხილვა და მისი
შემადგენელი ნაწილების შესწავლა-განხილვა. ** ტექნიკურად გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია Windows-ის და Linux (hiveos)-ის ბაზაზე, მაინინგში გამოყენებადი საჭირო პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია.

კურსის შემაჯამებელი ლექცია. (1.5 საათი)
კურსის ხელმძღვანელი: ფრიდონ სტეფნაძე, ვახტანგ გურგენიძე, დავით ჭუმბურიძე კურსის ღირებულება: 450 ლარი კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (ჯამში 9 საათი) რეგისტრაციისთვის იხ. ბმული: http://itacademy.ug.edu.ge/blok.php

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი